ნუ გააკეთებთ ამას - ბაიდენის მოწოდება ირანს

13.04.24 10:40
ნუ გააკეთებთ ამას - ბაიდენის მოწოდება ირანს

“ამას ნუ გააკეთებთ" - ამერიკის პრეზიენტმა ჯო ბაიდენმა ირანს მოუწოდა, რომ ისრაელზე თავდასხმა არ განახორციელოს.

ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, ირანი ადრე თუ გვიან ისრაელს თავს დაესხმება.

ასევე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელს მხარს დაუჭერს და მის დაცვას გააგრძელებს.

„გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცემა არ მსურს, მაგრამ ჩემი მოლოდინით, ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.