ოკუპანტების იერიშს დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

13.04.24 10:55
ოკუპანტების იერიშს დონეცკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

2 დაღუპული და 8 დაჭრილი - რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკის ცენტრიც (ხარკოვის ოლქი), რის შედეგადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დაშავდა, სულ მცირე, 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე რუსებმა ავიადარტყმა განახორციელეს ქალაქ სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ პუნქტებს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, გასული დღის განმავლობაში რუსებმა ოლქი 20-ჯერ დაბომბეს, დაფიქსირდა 112 აფეთქება.