შეიძლება, მეტი სანქცია იყოს - ამერიკელი ანალიტიკოსები "ოცნებას" აფრთხილებენ

13.04.24 12:29
შეიძლება, მეტი სანქცია იყოს - ამერიკელი ანალიტიკოსები "ოცნებას" აფრთხილებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე შტეტბიდან ისევ გაფრთხილებები ისმის.

ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები მკაფიოდ ამბობენ, რომ თუ “ქართული ოცნება ანტიდასავლურ რიტორიკას განაგრძობს, ქვეყანას ახალი სანქციები მოუახლოვდება.

საქართველოს ოფიციალური პირები ეუბნებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ უნდა მოხსნან სანქციები, თუ უნდათ, რომ ნახონ საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ გზაზე. მე ვიტყოდი, რომ ეს პირიქით არის. საქართველომ უნდა აჩვენოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკურ გზაზე, შეასრულოს 9 პუნქტი და შემდეგ შესაძლოა, დაიწყოს დისკუსია ამერიკის მთავრობასთან, რათა მოიხსნას სანქციები. მე ვფიქრობ, რომ ჰორიზონტზე შეიძლება, მეტი სანქცია იყოს. არ ვფიქრობ, რომ სანქციები შემსუბუქდება. არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ შეიძლება, მეტიც კი იყოს ", - ამბობს "პადსონის ინსტიტუტის" წარმომადგენელი, ლუკ კოფი.

მსგავსი სიახლეები