ევროკავშირმა და აშშ-მ "ჰამასს" სანქციები დაუწესა

13.04.24 12:38
ევროკავშირმა და აშშ-მ "ჰამასს" სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა "ჰამასისი" წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

გამოცემა Reuters იტყობინება, რომ შეზღუდვები ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლებსა და დრონების ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს ეხებათ.

ეს ნაბიჯი "აძლიერებს მუდმივ, ერთობლივ ყურადღებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ მისცეს "ჰამასს" შემდგომი თავდასხმების განხორციელების საშუალება. მათ შორის, კიბერომისა და [დრონების] წარმოების გზით." - თქვა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.