შეიარაღებული პირი სიდნეის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა - გარდაცვლილია 6 ადამიანი

13.04.24 12:44
შეიარაღებული პირი სიდნეის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა - გარდაცვლილია 6 ადამიანი

ავსტრალიაში, სიდნეის "Westfield Bondi Junction"-სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა - შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელიც დაიღუპა.

The Guardian-ის ცნობით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ პირი მარტო, დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახლა საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.

მსგავსი სიახლეები