ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - მედია

13.04.24 16:23
ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - მედია

ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს ინფორმაციას.

The Associated Press კი წერს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, MSC Aries ბოლოს დუბაის მახლობლად იმყოფებოდა და ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა.