რუსეთის მოკავშირეები საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან - როიტენი
"რუსეთის მოკავშირეები საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან," - ასე აფასებს ევროპარლამენტარი, თიის როიტენი თბილისის ცენტრალურ გამზირზე გამართულ ფართომასშტაბიან აქციას.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად რუსული კანონისა, ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოების ხმა ძლიერად და ხმამაღლა ისმის.
თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ ძლიერი, პროევროპული ქართველი ხალხი ამბობს: "არა რუსულ კანონს". "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - წერს ევროპარლამენტარი.