კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას - კრამონი

16.04.24 10:02
კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას - კრამონი

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშიებით სოციალურ ქსელში წერს.

კრამონი გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რუსული სტილით მოხდა.

"ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების" რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში", -წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა გუშინ ღამით მოქალაქეთა აქციის ფონზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა.