ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა, ხელისუფლებამ არ უნდა გადაკეტოს ის - ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში არსებულ ფართომასშტაბიან აქციებს ეხმაურება.
კატრინ გიორინგ-ეკარდტი სოციალურ ქსელში წერს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსული ადამიანები საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს იცავენ.
თბილისში ათიათასობით ადამიანი ქუჩებში დემოკრატიული საქართველოსა და ევროპული მომავლისთვის გამოდის. ისინი ეწინააღმდეგებიან დესტაბილიზაციის რუსულ მცდელობებს. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა, ხელისუფლებამ კი არ უნდა გადაკეტოს ის" - წერს კატრინ გიორინგ-ეკარდტი Twitter-ზე - წერს კატრინ გიორინგ-ეკარდტი Twitter-ზე.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კენჭისყრის დროს დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა. მათ დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.