კანონი არ შეესაბამება EU-ს ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს - სტანო რუსულ კანონზე

ევროკომისიის პრესსპიკერი რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება - პიტერ სტანო შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" მიერ კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის პრესსპიკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინიციატივა საქართველოს რეგრესს განაპირობებს.
უცხოური გავლენის კანონის პირველი მოსმენით მიღება - ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად - ძალიან შემაშფოთებელია.
საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს." - წერს პიტერ სტანო.
83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კენჭისყრის დროს დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი არ იმყოფებოდა. მათ დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.