"თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან" - მაკფოლი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციებს ეხმაურება.
მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხის ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანება და რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული მძლავრი პროტესტი "შთამაგონებელია".
შთამაგონებელი ხალხმრავლობა საქართველოში! თავისუფლების მომხრეები საქართველოში ძლიერდებიან. #არარუსულკანონს". - წერს მაიკლ მაკლოფი.