ოკუპანტების სარაკეტო შეტევა დნეპრზე - დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

19.04.24 10:32
ოკუპანტების სარაკეტო შეტევა დნეპრზე - დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია

2 დაღუპული და 15 დაშავებული - უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაღუპულთა შორის არის 8 წლის ბავშვიც.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.