ნიუ-იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა
ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამართლო პროცესში მონაწილე სხვა პირები არ წარმოადგენდნენ.