კრამონმა ქართველი ახალგაზრდების მიერ ფიცის დადების ვიდეო გააზიარა

20.04.24 12:29
კრამონმა ქართველი ახალგაზრდების მიერ ფიცის დადების ვიდეო გააზიარა

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ "X"-ზე ქართველი ახალგაზრდების მიერ ფიცის დადების ვიდეო გააზიარა.

კრამონის მიერ გიორგი რევიშვილის ხელახლა გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია სტუდენტების გმირთა მემორიალზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ ფიცის დადების კადრები.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. მშვიდობიანი მომიტინგეები "ოცნებისგან" კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. 19 აპრილს ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ მარშით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს და ბოლოს გმირთა მემორიალთანაც მივიდნენ.

მსგავსი სიახლეები