პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ფაშინიანი

"ფაქტობრივად, პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტა", - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ნიკოლ ფაშინიანი ადასტურებს იმასაც, რომ რუსი მესაზღვრეები ტავუშის რეგიონს დატოვებენ.
რაც შეეხებათ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს, ფაშინიანის თქმით, ისინი უკვე კონტაქტზე არიან.
არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
„რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, 19 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიების სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანს ოთხ სოფელს დაუბრუნებს.