დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ორბანი

20.04.24 16:50
დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ორბანი

დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია ფიდესის მომხრეების შეკრებისას განაცხადა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ "ევროკავშირის მაღალჩინოსნები უნდა ჩანაცვლდნენ, რადგან ისინი აღარ იმსახურებენ ახალ შანსს".

"ვიდრე ქვეყნის სათავეში ნაციონალისტები არიან, ჩვენ არ ვიქნებით არც ერთ მხარეზე რუსულ-უკრაინულ ომში... დასავლეთს უკრაინაში სამხედროების გაგზავნისგან ერთი ნაბიჯი აშორებს და ამან შეიძლება მთელ ევროპას საფრთხე შეუქმნას", - აღნიშნა მან.

 

მსგავსი სიახლეები