მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო - ბაიდენის განცხადება

20.04.24 23:34
მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო - ბაიდენის განცხადება

მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დახმარების პაკეტი, რათა ხელი მოვაწერო - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. 

განცხადებას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს, წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინსვლას და მკაფიო გზავნილს მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერულ ძალაუფლებასთან დაკავშირებით

მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს აღნიშნული დახმარების პაკეტი ჩემს მაგიდასთან, რათა ხელი მოვაწერო მას კანონიერად, რომ შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება ბრძოლის ველზე მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - კონგრესმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები