61 მლრდ-იანი დახმარება უკრაინას - მედვედევი წყობიდან გამოვიდა

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცებამ წყობიდან გამოიყვანა.
არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ამერიკელი კანონმდებლები ნეონაცისტების ბანდას „დახმარებას“ დაუმტკიცებდნენ.
ა) ჩვენი ოდესღაც ერთიანი ქვეყნის გაყოფილი ხალხის სამოქალაქო ომის გასაგრძელებლად;
ბ) ამ ომის მსხვერპლთა რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდისთვის“, - დიმიტრი მედვედევი ის თავის ტელეგრამის არხზე.
მედვედევი ისევ ამტკიცებს, რომ სიმართლე რუსეთის მხარესაა და ამიტომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს.
მაგრამ მიღებული რუსოფობიური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, არ შემიძლია აშშ-ს გულწრფელად არ ვუსურვო, რაც შეიძლება სწრაფად ჩეაფლოს ახალი სამოქალაქო ომში. იმედი მაქვს, ეს იქნება რადიკალურად განსხვავებული ომი ჩრდილოეთის და სამხრეთის მე-19 საუკუნის ომისგან და იქნება ბრძოლა თვითმფრინავების, ტანკების და არტილერიის, MLRS, ყველა ტიპის რაკეტების და სხვა იარაღის გამოყენებით და რაც საბოლოოდ გამოიწვევს 21-ე საუკუნის საზიზღარი ბოროტების იმპერიის, აშშ-ს სამარცხვინო დაშლას, - წერს მედვედევი.