ცუდი დღეა პუტინისთვის და ყველასთვის, ვინც ბედავდა, ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს 61 მლრდ-იანი დახმარების დამტკიცებისთვის მადლობას უხდის. "ცუდი დღე პუტინისთვის", - ასე აფასებს დიმიტრი კულება აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ამერიკამ თავისი გლობალური ლიდერობა მორიგ ჯერზე დაადასტურა.
ცუდი დღე პუტინისთვის. ცუდი დღე ნებისმიერისთვის, ვინც ბედავდა ეფიქრა, რომ ამერიკა შეიძლება შედრკეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რისაც მას სჯერა. მადლობელი ვართ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მისი სპიკერისა და ორივე პარტიის წევრების, უკრაინის დახმარების დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტის მიღებისთვის. ყველამ, ვინც ეს გადაწყვეტილება რეალობად აქცია, სწორი არჩევანი გააკეთა. შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა თავისი გლობალური ლიდერობა. ველით, რომ კანონპროექტი სწრაფად იქნება მიღებული სენატში, ხელი მოეწერება პრეზიდენტი მიერ და მას ფრონტის ხაზზე ჩვენი მეომრები იგრძნობენ”, - წერს კულება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა.