აშშ თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას, იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე - ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ აიძულებს უკრაინას, იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე. რუსი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ამ ომში უკრაინა აუცილებლად დამარცხდება.
შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ მარხავს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს. P.S. მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება“, - აღნიშნა ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.