ისტორიული გადაწყვეტილება - უკრაინა აშშ-გან 60 მილიარდიან დახმარებას მიიღებს

21.04.24 20:29
ისტორიული გადაწყვეტილება - უკრაინა აშშ-გან 60 მილიარდიან დახმარებას მიიღებს

 

 

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია. უკრაინა 60 მილიარდიან დახმარებას მიიღებს. მრავალთვიანი დაძაბული განხილვებისა და განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, წარომადგენელთა პალატამ დოკუმენტი 360 ხმით მიიღო. ომში მყო ქვეყანაში მხოლოდ 27 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაიგზავნება. კიდევ ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებით კი რუსეთისთვის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაცია მოხდება.

პროცედურის მიხედვით, ახალი პაკეტი განსახილველად ამერიკის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა. კონგრესის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი კი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შევა. თეთრი სახლი და განსაკუთრებით ჯო ბაიდენი ამ დოკუმენტის მიღებას ახლა მოუთმენლადდ ელიან.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.