თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაესხმება - ზელენსკი

22.04.24 10:37
თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაესხმება - ზელენსკი


თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაესხმება, ამის შემდეგ საფრთხე ემუქრება პოლონეთს და გერმანიის ნაწილს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, მაშინ პუტინი აუცილებლად შეიჭრება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რატომ? არა იმიტომ, რომ არსებობს რაიმე იდეა ან სტრატეგია. პუტინს სურს საბჭოთა კავშირის გავლენის დაბრუნება", - თქვა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლის მმართველი არ მალავს თავის განზრახვას, ძალით დააბრუნოს ყველა ქვეყანა, რომელიც ადრე სსრკ-ს შემადგენლობაში იყო.

მნიშვნელობა არ აქვს ისინი ნატოში არიან თუ არა, მას ეს არ ეშინია ნატოს ქვეყნების. შემდეგ, როგორც პოლონეთი, ისე გერმანიის ნაწილი თავდასხმის ქვეშ იქნება, - თქვა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები