უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა აშშ-ს და მის მოკავშირეებს რუსეთთან სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს - ლავროვი

უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საუბრობს. რუსი მაღალჩინოსანი შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უკრაინის მტავარ სპონსორებს შორის სამი ბირთვული სახელმწიფოა.
დასავლელები სახიფათოდ ბალანსირებენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე, რაც კატასტროფული შედეგების მომტანია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სწორედ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეულია კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯების მთავარი ინიციატორები. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას,- აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ლავროვმა ასევე დასავლეთი რუსეთის წინააღმდებ პროპაგანდისტულ კამპანიაში დაადანაშაულა.
დასავლეთის მიზანია გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კოსმოსში რეალური საფრთხეებისგან, რათა მიაღწიოს დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას მათი ეროვნული სამხედრო კოსმოსური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ჩვენს პრიორიტეტად რჩება საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც აყალიბებს საიმედო გარანტიებს კოსმოსში იარაღის განლაგების თავიდან ასაცილებლად, - განაცხადა ლავროვმა.