რუსული კანონი დამოუკიდებელ მედიას დააზიანებს - გილქრისტი
ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წარმომადგენელი რუსულ კანონს ეხმაურება - რობერტ გილქრისტი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" ინიციატივაზე.
გულქრისტი პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელ მედიას, რომელიც "მოქალაქეებისთვის მაღალი დონის ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს", საგრძნობლად დააზიანებს.
"უცხოეთის აგენტების" კანონთან დაკავშირებით აშშ რჩება ღრმად შეშფოთებული, რომ თუ ის ძალაში შევა, ის დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საქართველოს გადაიყვანს მისი ევროპული გზიდან.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ თუ ეს კანონი ამოქმედდება, ის დააზიანებს დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც ცდილობენ, მოქალაქეებს მაღალი დონის ინფორმაცია მიაწოდონ", - განაცხადა რობერტ გილქრისტიმ [პუბლიკა].