ელჩი იზორია მოვიწვიე სასაუბროდ... კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - როთი

23.04.24 10:30
ელჩი იზორია მოვიწვიე სასაუბროდ... კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - როთი

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, X-ზე საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას ბუნდესტაგში დაბარების შესახებ წერს.

როთიმ საქართველოს ელჩს დამარცვლით უნდა აუხსნას, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ამით "ოცნება" საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას.

"მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან "აგენტების კანონზე." მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს - კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ."- წერს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, X-ზე.

მსგავსი სიახლეები