ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 7 ადამიანი

23.04.24 10:47
ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 7 ადამიანი


23 აპრილის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს.  მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები და გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი. 

როგორც ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა დასძინა, დაზიანდა, სულ მცირე, 14 ბინა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალური დაცვა და სასწრაფო დახმარების სხვა სამსახურები.

,,წინასწარ ცნობილია, რომ დაღუპულია 7 ადამიანი, ოდესის მაცხოვრებლების განსახლებისა და დახმარების ოპერატიული შტაბი ადგილზეა, გადარჩენილებს შორის 3 ბავშვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა - ქალაქში ღამის დრონის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი 12 და 9 წლის ბავშვია და ორი ჩვილია.

ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში სამი ზრდასრული ჰოსპიტალიზებულია, მათი მ,დგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კიდევ ორმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა, მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ, - აღნიშნა კიპერმა.

პოლიციის სამხარეო შტაბის ინფორმაციით, რაიონულ ცენტრში საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, მოქალაქეების მანქანები დაზიანდა. ნაწილობრივ განადგურდა ერთი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სხვა სამსახურები იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები