რუსეთში თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს ერთ-ერთი მოადგილე, ტიმურ ივანოვი დააკავეს. მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
უცნობია ზუსტად როდის დააკავეს ივანოვი, ცნობილია, რომ 23 აპრილს შოიგუს მოადგილე თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომას ესწრებოდა.
ტელეგრამ-არხი 112 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ივანოვი დაღესტანში, საკუთარ აგარაკზე დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მასთან ერთად კიდევ 3 პირია დაკავებული.
ტიმურ ივანოვი სერგეი შოიგუს გუნდის წევრია. ის მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა.