დრონებით თავდასხმა რუსეთის ქალაქებზე - რამდენიმე რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული

24.04.24 13:18
დრონებით თავდასხმა რუსეთის ქალაქებზე - რამდენიმე რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული

რუსეთში ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. ქალაქ ლიპეცკში დრონი ჩავვარდა, სმოლენსკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის, ვორონეჟში კი ცეცხლი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკიდია.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ლიპეცკის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება.

ამავდროულად, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილი ანოხინი იუწყება, რომ რეგიონში იერიში ნავთობის საცავზე განორციელდა. ამის გამო რეგიონის ორ რაიონში მდებარე საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ჩამოაგდეს 4 დრონი. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები კერძო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ჩავვარდა და ხანძარი გაჩნდა. 

მსგავსი სიახლეები