ევროკომისიამ უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა
კიდევ ერთი დახმარება უკრაიანს დასავლეთიდან - ევროკომისიამ ომშ მყოფ ქვეყანას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ტრანში გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„დღეს, ჩვენ Ukraine Facility-ის 50 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამის ფარგლებში დამატებით 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს უკრაინის სახელმწიფოსა და სერვისების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ იგი აგრესორს ებრძვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.