ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ობიექტებს დაარტყეს

24.04.24 18:02
ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" 40-ამდე ობიექტს დაარტყეს.

IDF-ის ცნობით, ავიაიერიშების სამიზნე აიტა ალ-შააბის გარშემო არსებული იარაღის საწყობები იყო.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ „ჰეზბოლას“ 40-მდე ტერორისტულ ობიექტს დაარტყეს“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.