სენატის დახმარება ევროპას უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს - შოლცი

24.04.24 18:53
სენატის დახმარება ევროპას უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს - შოლცი

გერმანიის კანცლერი ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების პაკეტის გადაცემას ეხმაურება - ოლაფ შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება, ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს".

შოლცმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის საკითხიც განიხილა და თქვა, რომ გერმანია უკრაინას ფრთოსან რაკეტებს არ გადასცემს.

შოლცმა მიზეზად ის დაასახელა, რომ Taurus-ის დიაპაზონი 500 კილომეტრს ფარავს და თეორიულ საშუალებას აძლევს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთს დაარტყას.

კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია [...] პუტინი ცდება, თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა შოლცმა.

მსგავსი სიახლეები