ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

25.04.24 10:28
ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა.

პედრო სანჩესის განცხადებით, სასწრაფოდ სჭირდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

ცნობისთვის, მისი მეუღლე, ბეგონა გომესი, კორუფციაშია ეჭვმიტანილი. როგორც პრემიერი ამბობს, მისი ცოლი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.