"ამ კვირაში ჩვენ ვგზავნით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინაში" - ბაიდენი

27.04.24 10:25
"ამ კვირაში ჩვენ ვგზავნით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინაში" - ბაიდენი

აშშ უკრაინას იარაღს "ამ კვირაში" გაუგზავნის - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა
სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებულ ცნობაში ბაიდენმა გაიხსენა, რომ 24 აპრილს მან მიიღო კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.

"ამ კვირაში ჩვენ ვგზავნით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინაში, რადგან ის იცავს თავს რუსული დარტყმებისგან", - წერს ბაიდენი.

მსგავსი სიახლეები