ოსტინი ადასტურებს, რომ უკრაინის დასახმარებლად 6 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია

27.04.24 10:35
ოსტინი ადასტურებს, რომ უკრაინის დასახმარებლად 6 მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია

უკრაინის დასახმარებლად ექვსი მილიარდი დოლარი უკვე მობილიზებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ლოიდ ოსტინმა დაადასტურა. პენტაგონის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი უმოკლეს ვადებში შეიძენს სამხედრო შეიარაღებას ომში მყოფ ქვეყანაში გასაგზავნად. არსებული ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს პ NASAMS-ისა და Patriot სისტემებსაც. კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად კი კიევს იარაღი ამერიკის არმიის მარაგებიდანაც გადაეცემა, რისთვისაც ცალკე დამატებით ერთი მილიარდი დოლარია გამოყოფილი.