დაბომბვის საფრთხის გამო კიევის საავადმყოფოებიდან ევაკუაცია განხორციელდა

27.04.24 10:40
დაბომბვის საფრთხის გამო კიევის საავადმყოფოებიდან ევაკუაცია განხორციელდა

ევაკუაცია იყო გუშინ ღამით კიევის საავადმყოფოებიდან. დაბომბვის საფრთხის გამო უკრაინის დედაქალაქის ორი უმსხვილესი კლინიკიდან პაციენტები ალტერნატიულ სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მოსალოდნელი იერიშის შესახებ ცნობები უკრაინულმა მხარემ ინტერნეტში ბელარუსული სპეცსამსახურებისგან მიიღეს. კა-გე-ბე-ს ხელმძღვანელი ირწმუნებოდა, რომ საავადმყოფოებში ტერორისტები იმალებოდნენ და აფეთქებებს გეგმავდნენ, რადგან მათი მტკიცებით, ამ კლინიკებში უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს მკურნალობდნენ. ამ უკანასკნელს ოფიციალური კიევი სიცრუეს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები