რუსეთმა უკრაინის 3 ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა

27.04.24 12:31
რუსეთმა უკრაინის 3 ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში უკრაინის სამ ოლქში არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტოვსკისა და ივანოფრანკოვსკის ოლქებზე განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ასევე, ოთხი  თბოელექტროსადგური და ტექნიკა დაზიანდა.