2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს - შოლცი და ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ერთმანეთს შეხვდნენ - მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი, უკრაინა-რუსეთის ომი და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე განიხილეს.
ოლაფ შოლცმა ორივე სახელმწიფოს მოუწოდა, რომ კომპრომისებზე წასვლის გამბედაობა გამოიჩინონ და 2024 წელს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა შეინარჩუნონ.
რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე უკეთესია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება.
2024 შეიძლება და უნდა იყოს რეგიონისთვის მშვიდობის წელი. ეს არის შესაძლებლობა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები დემარკაციის ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ იმედის მომცემია. ახლა დროა, ეს იმპულსი შენარჩუნდეს და მომდევნო გამბედავი ნაბიჯები გადაიდგას“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.