რუსების მიერ ლვოვში გაშვებული რაკეტიდან ერთი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა - ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლვოვის დაბომბვას ეხმაურება - დონალდ ტუსკი X-ზე წერს, რომ რუსების მიერ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
ტუსკი ასევე მის წინამორბედს, მატეუშ მორავეცკის უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე მონაწილეობის მიღებისთვის აკრიტიკებს.
დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში.
ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში უკრაინის სამ ოლქში არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს ცნობით, სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტოვსკისა და ივანოფრანკოვსკის ოლქებზე განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ასევე, ოთხი თბოელექტროსადგური და ტექნიკა დაზიანდა.