პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ბრენდე ბორგე იმედს გამოთქვამს, რომ დისკუსიები ნაყოფიერად ჩაივლის და დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
ახლა მთავარი მოთამაშეები ერ-რიადში იმყოფებიან და იმედია, რომ დისკუსიები შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ბრენდე ბორგემ.
ბორგეს ცნობით, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე კვირაში გაიმართება და რეგიონულ ლიდერებთან ერთად შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც დაესწრება.