ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო

27.04.24 17:35
ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

როგორც გამოცემა თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის ახალ თარიღს მალე დაადგენენ. 

თეთრ სახლს 9 მაისი ერდოღანის ვიზიტის თარიღად არ დაუდასტურებია.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობას ორმხრივად ხელსაყრელ დროს, თუმცა ჯერ ვერ შევძელით განრიგების შეთანხმება და მოცემულ მომენტში გამოსაცხადებელი ვიზიტი არ გვაქვს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში ბაიდენთან შეხვედრა 9 მაისს იგეგმებოდა.

მსგავსი სიახლეები