ეს არ არის მხოლოდ პრორუსული "უცხოელი აგენტების" კანონის პროტესტი, ეს არის ხალხი ხმა და ნება - ლინკევიჩუსი ევროპის მარშზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 28 აპრილს თბილისში გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას ეხმაურება.
ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ რუსული კანონის გაპროტესტება, არამედ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ხალხის ნებაა, რომელთაც ევროპის ოჯახში საქართველოს გაწევრიანება სურთ.
#თბილისი. #საქართველო. ეს არ არის მხოლოდ პრორუსული "უცხოელი აგენტების" კანონის პროტესტი. ეს არის ხალხის ხმა და ნება, იხილონ თავიანთი ქვეყანა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული და არა #რუსეთის თანამგზავრი", -წერს ლინას ლინკევიჩუსი.