ძალადობა უნდა შეწყდეს, მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ - გერმანიის ელჩი
მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ საქართველოა - ამჯერად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება.
დიპლომატი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და არაპროპორციული ძალის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროსაა გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში." - წერს ფიშერი.