პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან, მათ სანქციები და ტრიბუნალი ელოდებათ - კუბილიუსი

01.05.24 12:11
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან, მათ სანქციები და ტრიბუნალი ელოდებათ - კუბილიუსი

"პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან" - ასე ეხმაურება ანდრიუს კუბილიუსი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევას.

ევროპარლამენტარი ივანიშვილს დიქტატორად მოიხსენიებს და ქართველ ოლიგარქს სანქციებსა და საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლებას უანონსებს.

პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: ჯერ დაუნდობელი ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთია: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი." - წერს კუბილიუსი.

მსგავსი სიახლეები