დასავლელი პარტნიორების პასუხები შესაძლოა იყოს ის, რომ რუსული კანონის მხარდამჭერებს ვიზები ჩამოერთვათ - კორტნი

01.05.24 14:37
დასავლელი პარტნიორების პასუხები შესაძლოა იყოს ის, რომ რუსული კანონის მხარდამჭერებს ვიზები ჩამოერთვათ - კორტნი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს.

უილიამ კორტნი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, შესაძლოა, მათ ევროპის ვიზები სამუდამოდ ჩამოერთვათ.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, კონკრეტულ პასუხებზე დაიწყონ ფიქრი. ერთი შეიძლება იყოს ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა პარლამენტის ნებისმიერ წევრისთვის, რომელიც ხმას აძლევს უცხოელი აგენტების კანონს." - წერს კორტნი.