საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი და ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს - კრამონი

01.05.24 14:57
საქართველოს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი და ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს - კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საჭიროა საპასუხოდ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა ჩამოერთვას და ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.

“ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები!

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა;

ქართული პროექტების დაფინანსების შეწყვეტა;

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება;

მგზავრობის აკრძალვა იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც ხმას აძლევენ რუსულ კანონს” – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.