შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენებით - ნორვეგიის საგარეო

01.05.24 23:33
შეშფოთებულნი ვართ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენებით - ნორვეგიის საგარეო

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს თბილისში გამართულ აქციაზე მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

უწყება, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება დაიცვას.

ღრმად შეშფოთებულნი ვართ ცნობებით თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეების დარბევა რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მომიტინგეების მიმართულებით წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დარბევის შედეგად, არაერთი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი არასრულწლოვანია. 

მსგავსი სიახლეები