"ქართველმა ხალხმა აირჩია ევროატლანტიკური მომავალი" - ჰელსინკის კომისია

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჰელსინკის კომისია წერს, რომ "ქართველმა ხალხმა დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია".
"ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ არჩევანს და დაუდგება გვერდით მათ წინააღმდეგ, ვინც თრგუნავს მათ თავისუფლებას" - წერს ჰელსინკის კომისია.