ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს - დაშავდა 14 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავდა 14 ადამიანი. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
კიპერის თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სხვადასხვა ლოკაციაზე იყო ხანძარი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ, კლინიკაში 1 ადამიანია გააყვანილი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.