24 დაღუპული და 30 დაშავებული - ჩინეთში გზა ჩაინგრა და ავტომობილები უფსკრულში ჩაცვივდა
სამხრეთ ჩინეთში გზის მონაკვეთის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუანდონგის პროვინციაში მოხდა.
ნგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მთიან ზონა ბოლო დღეებში ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 1 მაისს, ღამის 2 საათზე, გზაზე 20 მანქანა უფსკრულში ჩავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.