HRW: რუსმა სამხედროებმა ტყვედ აყვანილი 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

02.05.24 12:04
HRW: რუსმა სამხედროებმა ტყვედ აყვანილი 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს

 რუსმა სამხედროებმა ტყვედ აყვანილი 20-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს -  უკრაინაში ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულის მორიგი ფაქტები  საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW) გამოავლინა.

2 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბრიდან რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა დახვრიტეს სულ მცირე 15 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ და კიდევ 6, რომლებიც უკვე ტყვედ იყვნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს, როგორც ომის დანაშაული.

 

მსგავსი სიახლეები